საზოგადოება დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებმა მთელი საქართველო შეძრა 2013, 17 მაისი, 14:58 რა გადაარჩენს საქართველოს?დღეს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაგვიჩინა საზოგადოების დიდ ნაწილს ამ კითხვის დასმისა სურვილი.მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველზე იკრიბებოდნენ სასულიერო პირები და ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რათა ხელი შეეშალათ ლგბტ აქციის ჩატარებისათვის.მართლაც ასე განვითარდა მოვლენები და აქციის ჩატარების უფლება გაბრაზებულმა და განრისხებულმა დიდმა ქართულმა საზოგადოებამ მათ არ მისცა.ისინი ყვითელი ავტობუსებით პუშკინის სკვერისკენ გადაჰყავდათ, მაგრამ მიუხედავად უსაფრთხოების ზომებისა, მაინც არიან დაშავებულები. მთელი დღის განმავლობაში კი პროცესები ასე ვითარდებოდა:აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერში აპირებდნენ გადანაცვლებას, როცა მათ ხალხი დაედევნა, განრისხებულმა ახალგაზრდებმა ალტერნატიული გზით მოახერხეს აქციის მონაწილეებთან მისვლა. რომლებმაც მოახდინეს კორდორის გარღვევა და პუშკინის სკვერის ნაცვლად ისინი ფონიჭალის მიმართულებით იქნენ გადაყვანილნი. გავრცელებული ინფორმაციით პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის განმუხტვის მიზნით ცრემლსადენი გაზი გაეშვა.სიტუაცია ლესელიძის ქუჩაზეც დაიძაბა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ინციდენტი მოხდა ფონიჭალაშიც, დაპირისპირება მოხდა ვაჩნაძის ქუჩაზეც, სადაც დაშავდა რამდენიმე მონაწილე აქციისა.რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმა მათი ოფისის განადგურება დაიწყო, რაშიც ხელი სამართალდამცავებმა შეუშალეს. აქციის მონაწილეებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით გააცილეს აქციაზე მისული სახალხო დამცველიც, რომელიც პოლიციამ მისივე უსაფრთხოების მიზნით გააშორა ტერიტორიას. გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრიც იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე. დაპირისპირება ბოლო ინფორმაციით კვლავ გრძელდება და როგორც საინფორმაციო საშულებებით ირკვევა, სავარაუდოდ გაგრძელდება. საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც აქციას აწყობდა, ალბათ შეხსენება უნდათ ჩვენი ისტორიული წარსულისა, ჩვენი სახელოვანი და სულით მდიდარი წინაპრებისა, რომ ჩვენ ვართ წმინდა სისხლის ქართველები და არასოდეს არ დაუშვებს საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ერი, (რომელიც გმირების ქვეყანაა), რომ ერთსქესიანობა დამკვიდრდეს ამ წმინდა მიწაწყალზე. 147 43-ს მოსწონს 2-ს არა |
აქ დიდი წერტილი დავსვი...