x
image
ხიზანიშვილი
16 მაისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

image- დაღუპულ სამხედროებს გლოვობს საქართველო. 16 მაისი გლოვის დღედ ქვეყნის პრეზიდენტმა გამოაცხადა. განკარგულების მიხედვით გადაწყვეტილება ავღანეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული 3 ქართველი სამხედროს ხსოვნის უკვდავსაყოფად მიიღეს. დაღუპულთა ჩამოსვენებას დაახლოებით 10 საათისთვის ელოდებიან. კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა გმირობისთვის წარდგენილნი არიან ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. თავდასხმა ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე, ორშაბათს მოხდა. დაიღუპა 3 და დაშავდა 27 ქართველი სამხედრო მოსამსახურე.
- 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ, ქვეყნის პირველ პირს გუშინ მთავრობამაც მიმართა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები, გადადებულია გასართობი ღონისძიებები.
- ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, დაღუპულთა პატივსაცემად ცერემონია გაიმართ. მეოთხე ბრიგადის ჯარისკაცებს მიმართა თავდაცვის მინისტრმა. ეს სწორედ ის სამხედროები არიან, რომლის მეგობრებიც დაიღუპნენ ავღანეთში. ირაკლი ალასანიას სიტყვის დასრულების შემდეგ გაიმართა დროშის დაშვების ცერემონია. აღსანიშნავია, რომ ეს ცერემონია შედგა ყველა იმ სამხედრო ნაწილში, რომელიც საქართველოს ტერიტორიებზეა დისლოცირებული.

3
73
10-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
73
  
2013, 16 მაისი, 14:44
ადვილია მათ უწოდო გმირი და თავი დაიმშვიდო,მაშინ როცა არცერთი ამათთაგან არარი შენი ძმა,მამა,შვილი,ქმარი და ა.შ მაგრამ მათი ოჯახის წევრებისთვის ისნი იყნვენ ამ სტატუსის მატარებლები,რომელიც უფრო თბილი და მტკივნეულია,რომელიც უფრო საყვარელი და განსაკუთრებულია ვიდრე მათი გმირებად შეფასება,ისინი არჩენდნენ ოჯახეს და სწორედ ამიტომ იყვნენ იქ ,მენანებით ძალიან:(:(:(
პ.ს ვინმემ ამიხსენით რატომ ვხოცავთ ქართველებს იქ ???
0 1 3