x
image
ვიზა კოხაძე
დაუბრუნდება თუ არა საკუთარ თანამდებობას ბრალდებული გელა ხვედელიძე

imageსაზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157 -ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით imageწაუყენეს, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს და ისჯება ან ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.როგორც ცნობილია, მას ბრალად ედება ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება, რომელიც თითქმის ერთი კვირაა სოციალურ ქსელში ტრიალებს.

ხვედელიძის დასჯას თავად პრემიერ - მინისტრიც მოითხოვდა კანონის შესაბამისად. ხოლო პროკურატურა კი - ხვედელიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ სასამართლომ ბრალდებული ხვედელიძე 5 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.რაც შეეხება თავად ბრალდებულს, იგი სასამართლო პროცესს არ დასწრებია და საკითხის განხილვა მის გარეშე მოხდა.

imageროგორც ხვედელიძის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გელა ხვედელიძე შს მინისტრის მოადგილის პოსტს ინარჩუნებს, რადგან ხვედელიძე დაპატიმრების შემდეგ თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ.

მთელი დღის განმავლობაში არა imageერთი ბრიფინგი მიუძღვნეს ხვედელიძის გათავისუფლების ფაქტს და სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ განცხადება გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც მან განაცხადა, რომ აღმკვეთი ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი.არეშიძის თქმით, პროკურორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა, რის გამოც სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდება განსაზღვრა.

7
90
34-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
90
  
2013, 16 მაისი, 0:57
5000ათასი ცოტაა ამდენს ხო უბრალო მოქალაქეებს ახევენ სასამართლოები, აბა სხვა პარტიელი ყოფილიყო ვინმე ამოსდებდნენ თუ არა 6 0000ათასს
2013, 15 მაისი, 20:18
მე ეს უბრალოდ სტატიად გავიგე და არაფერი პირადული და ნეტა რას უნდა ელოდებოდე ჰა? :):):):)
2013, 15 მაისი, 20:16
არ მიპასუხებ?მაინტერესებს.
2013, 15 მაისი, 20:12
რისი მოლოდინი ???
2013, 15 მაისი, 20:11
არცერთ შემთხვევაში ქალბატონო ვიზა... მაგისი მოლოდინი ნუ გექნებათ
2013, 15 მაისი, 18:13
დიდი მადლობა.ყველას მადლობა.ეს მახალისებს,უკვე ორი კვირაა სტატია არ დამიწერია \თუ არ ჩავთვლი გუშინდელს,მერე ეგრევე დამბლოკეს.
2013, 15 მაისი, 17:43
sainteresoa:)
0 1 7