ქალი და მამაკაცი კირა ნაიტლის კორსიკული თაფლობისთვე გრძელდება(+ ახალი ფოტოები ზღვის სანაპიროდან) 2013, 15 მაისი, 0:38
მათი მოკრძალებული საქორწინო ცერემონიალი სოფელ მაზანში გაიმართა. ქორწილში კირას მუხლამდე სიგრძის, უბრეტელო ტულის კაბა ეცვა, ზემოდან თეთრი შანელის პიჯაკი, ფეხზე კი თეთრივე "ბალეტკები". ქორწილში წყვილს ნაცრისფერი "რენაუტი" ემსახურებოდა. აიმე ნაველომ, რომელიც წყვილის საქორწინო ვახშამს კურირებდა, განაცხადა, რომ მათი ხელისმომკიდეები კირას მშობლები იყვნენ (შარმან მაკდონალდი და უილ ნაიტლი). დანარჩენი სტუმრები მხოლოდ დები და ძმები იყვნენ. ქორწილში არ იყო არავითარი ყვავილები. ახლახან გახდა ცნობილი, რომ კირას საქორწინო ბეჭედი, ეკუთვნოდა 29 წლის ჯეიმსის ბებიას. ეს ოჯახის რელიქვია იყო, ამით ცხადი გახდა, რომ ჯეიმსისათვის ეს ქორწინება უმნიშნელოვანესია. მათ ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს, 2012-ში კი ნიშნობა ჰქონდათ. 208 9-ს მოსწონს
|