სხვა შოკისმომგვრელი ვიდეო-კანიბალი ჭამს მკვდარი ადამიანის გულს 2013, 14 მაისი, 21:15 შოკისმომგვრელი ვიდეო გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა. ვიდეოზე ასახულია სირიელი მეამბოხე როგორ ჭამს მკვდარი ჯარისკაცის გულს. კაციჭამია იდენტიფიცირებულია. ის აღმოჩნდა ერთ-ერთი ცნობილი მეამბოხე აბუ საკკარი-ქალაქ ჰომსიდან. ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა ეს საშინელი მოქმედება შეაფასა, როგორც სამხედრო დანაშაული. ვიდეო არ არის დამონტაჟებული. მასში ნათლად ჩანს კაციჭამია როგორ აჭრის ჯარისკაცს გულს და კბიჩავს, თან მიმართავს სირიელ ჯარისკაცებს: "ღმერთის წინაშე გეფიცებით, ჩვენ შევჭამთ თქვენს გულ-ღვიძლს, თქვენ ბაშარ ძაღლის ჯარისკაცები ხართ."(ბაშარ ძაღლში იგულისხმება სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადა.) აბუ საკკარი არის დამოუკიდებელი დაჯგუფების "ომარ ალ-ფარუკის ბრიგადა"-ის ლიდერი. სირიის ძირითადმა ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ ის სასამართლოს გადაეცემა. ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის ინფირმაციით, აბუ საკკარი ადრეც იყო შემჩნეული ლივანის შიიტური რაიონის სარაკეტო დაბომბვისას, რომელშიც მოკლეს მთავრობის მომხრე ხეზბოლა. აღნიშნული ვიდეორგოლი ერთ-ერთი ყველაზე საშინელია სირიაში ბოლო ორი წლის მანძილზე გადაღებულებს შორის. აჯანყებები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადასწინააღმდეგ 2011 წლის მარტიდან დაიწყო. ამ ორი წლის განმავლობაში სირიაში მოკლულია 70 000 ადამიანი. ბევრი სირიელი გაიქცა ქვეყნიდან საომარი მოქმედებების გამო. მილიონზე მეტი დარეგისტრირებულია როგორც დევნილი. 91 7-ს მოსწონს |