საბუნებისმეტყველო ახალი ზელანდიის პლაჟზე ყველასთვის უცნობი, უცნაური ცხოველი აღმოაჩინეს 2013, 14 მაისი, 20:56 ახალი ზელანდიის პლაჟ პუკეჰიჩა ბიჩზე ადგილობრივმა მოსახლეობამ უცნობი ცხოველის ნეშტი აღმოაჩინა. როგორც ჩანს შტორმის შედეგად ეს სამ მეტრიანი, მახვილკბილა მონსტრი სანაპიროზე გამორიყა. ბუნების დაცვის დეპარტამენტის ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ ამ ცხოველის წარმომავლობა. ყველაზე გავრცელებული ვერსიაა, რომ ეს მკვლელი დელფინია (კასატკა), რომელიც სხვა მტაცებელმა დაგლიჯა, თუმცა ასევე გავრცელებულია აზრი, რომ ეს პრეისტორიული არსების ნეშტია. 541 6-ს მოსწონს
|