საქართველო პრემიერი დამნაშავე თანაგუნდელზე ხმამაღლა საუბრობს 2013, 14 მაისი, 12:54
ცნობილია, რომ ბრალდებული ხვედელიძე კოალიციის რიგითი წევრი ნამდვილად არ იყო და სწორედ ამის გამო პრემიერი ივანიშვილი ორიოდე დღის წინ დამნაშავის გამართლებას და მომხდარის "ნაც. მოძრაობის" წევრებზე გადაბრალებას შეეცადა, თუმცა სამართალმა იზეიმა. შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დროულად ჩაერთო მიმდინარე პროცესებში და ხვედელიძე დღეს დაკავებულია. არაერთგვაროვანი განცხადებების მოსმენამ მოგვიწია სატელევიზიო სივრციდან, მაგრამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ - მინისტრმა (რომლის აზრს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს) ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა საკუთარ ხელწერას.ციტირებას ვახდენ: -"...ის რა თქმა უნდა, როგორც ყველა მოქალაქე, დაექვემდებარება კანონმდებლობას და მოიხდის იმ სასჯელს, რასაც კანონით იმსახურებს.მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ხვედელიძე არ იყო ჩვენი გუნდის რიგითი წევრი, არჩევნების პროცესში ძალიან აქტიური იყო და მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა, პრაქტიკულად კოორდინაციას უწევდა მაჟორიტარი დეპუტატების არჩევას."
265 31-ს მოსწონს 3-ს არა |
ძალიან სუსტი პასაჟია. რომ არა ივანიშვილის ნება, ღარიბაშვილი კრინტს არ\ვერ დაძრავდა