ესპანურმა “ყვითელმა“ მედიამ იმდენი ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუსა და ირინა შეიკის შესაძლო დაშორების შესახებ, რომ როგორც ერთი ძველი ქართული ანდაზა ამბობს, “შეძახილმა ხე გაახმოო” და შეიძლება პორტუგალიელ ფეხბურთელსა და ირინას შორის “შავმა კატამ” უკვე გაირბინა.
ერთ-ერთი ესპანური მედიასაშუალება წერს, რომ მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი ბოლო დროს ძალიან დაუახლოვდა ევროპაში ცნობილ მოდელს, ვინმე რაიან საგდენის, რომელიც მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი პიარ-სახეა და ფეხბურთელებთანაც მეგობრობს.
ინკოგნიტო წყარო იუწყება, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი რაიან სეგდანის რამდენჯერმე პრივატულ გარემოშიც შეხვდა და შეხვედრის ატმოსფერო ცხადყოფდა, რომ ფეხბურთელსა და მოდელს ამ შეხვედრის გახმაურება არ სურდათ. ახლა მიდი და გაიგე მტყუან-მართალი...
www.worldsport.ge