სხვა მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ადამიანი გახდა. რა პრობლემის წინაშეა ის და რას ურჩევს სიმსუქნისკენ მიდრეკილებს 2013, 11 მაისი, 12:17 მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ადამიანი გახდა, რის შედეგადაც მისი სხეული საშინელი სანახავია. გაწელილმა ტყავმა ვერ დაიბრუნა საწყისი მდგომარეობა და აქეთ-იქით აქვს ჩამოკიდული. პოლ მეისონი 46 წლისაა. ის ახლახან დაქორწინდა ყოფილ ფოსტალიონზე, 52 წლის ნასტი პაოლზე. თავისი ქორწილისთვის პოლს უნდოდა გაეკეთებინა ოპერაცია და ჩამოკიდებული ტყავები მოეჭრა, მაგრამ ექიმებისგან უარი მიიღო. მას ოპერაციისთვის 60 000 მოსთხოვეს. პოლმა გადაწყვიტა გადაეღო შიშველი სურათები, სადაც მისი კანი კარგად ჩანს. თან ამბობს: "მე მინდა მივმართო მედიცინის მუშაკებს, შეხედონ ჩემს სხეულს და იფიქრონ, რომ შეუძლიათ კარგი საქმე გააკეთონ. ჩემი კანი თავისი სიმძიმის გამო ისევ ქვემოთ იწელება და უარესად კარგავს ფორმას". ქორწილში წარდგომა კი მთელი მისი კანით მოუწია.
პოლ მეისონმა კუჭის შუნტირება (2010 წელს) მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთ დილას 20 000 კალორია მიირთვა. ეს ათჯერ აჭარბებს ნორმალური ადამიანისთვის საჭირო ზღვარს. მან საუზმეზე მიირთვა ოთხი პორცია შემწვარი თევზი კარტოფილის გარნირით და ორი პორცია მწვადი.
პოლს რვაჯერ მეტი კანი აქვს, ვიდრე სჭირდება. მას სურათები ნივთმტკიცებად სჭირდება, რათა წარუდგინოს სამედიცინო საბჭოს, რომ დაუმტკიცოს, თუ რამდენად სჭირდება მას ოპერაცია. მას რცხვენია ქალის, რომელიც 13 წელი ელოდა.
ექიმები ამბობენ, რომ ოპერაციამდე პოლმა უნდა შეინარჩუნოს სტაბილური წონა 2 წლის განმავლობაში მაინც.
სამედიცინო საბჭო კი გადამწყვეტ პასუხს ვერ ეუბნება და ელოდება შედეგს, თუ რამდენად სტაბილური იქნება მისი წონა. პოლი აგრეთვე მიმართავს ყველა მსუქანს, ან სიმსუქნისკენ მიდრეკილს, რომ თავიდანვე აკონტროლონ წონა, რომ არ მივიდნენ ამ შედეგამდე და მათ სამაგალითოდ თავის საშინელ სურათებს სთავაზობს. 830 14-ს მოსწონს
|