x
image
worldsport.ge
მოიესს მანჩესტერში ბეინსისა და ფელაინის წაყვანა უნდა

image“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელს დევის მოიესს, “ოლდ
ტრაფორდზე” “ევერტონის” ლიდერების ლეიტონ ბეინსისა და მარუან ფელაინის
გადაყვანა სურს. ამის შესახებ, ბრიტანული პრესა იუწყება.
“ევერტონის” მარცხენა მცველის სატრანსფერო ფასი 15 მილიონი გირვანქაა.
28 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ლივერპულულ კლუბში 2007 წლიდან გამოდის და
244 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
მასთან ერთად, მოიესს ბელგიელი ნახევარმცველის მარუან ფელაინის წაყვანაც
უნდა, რათა მოედნის ცენტრში პრობლემები არ შეექმნას. 25 წლის ფელაინი
“ევერტონში” 2008 წლიდან თამაშობს და 171 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 32-ჯერ
აიღო.

აქვე გეტყვით, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების სანაცვლოდ, მოიესი მზად არის 40 მილიონი გირვანქა გაიღოს.


www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0