x
image
worldsport.ge
ედინსონ კავანის ცოლმა ღალატი ვერ აპატია

imageცუდი ამბები ხდება იტალიური ”ნაპოლის” ურუგვაელი ბომბარდირის, ედინსონ კავანის თავს. ურუგვაელ ფეხბურთელს აშკარაა, რომ ოჯახში დიდი პრობლემები აქვს და თუკი ოჯახურ ამბებს ადრე საგულდაგულოდ მალავდა, ახლა იძულებულია აღიაროს, რომ ცოლს მასთან გაყრა სურს.
ედისონ კავანის მეუღლე, მოდელი მარია სოლდადო სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ყველას უმტკიცებდა, რომ ქმარს ღალატი აპატია და მათი ცხოვრება ძველებურად მშვიდად მიდიოდა. თუმცა, როგორც ჩანს, მარიასა და ედინსონს შორის კოჰაბიტაცია მაინც ვერ შედგა.
შარშან შემოდგომაზე ედინსონ კავანი 22 წლის ლამაზმანს გადაეკიდა, რომელთანაც მცირეხნიანი რომანიც ჰქონდა. თუმცა ეს რომანი მალე დასრულდა. მაგრამ, მარიამ საბოლოოდ მაინც ვერ აპატია ქმარს ღალატი და თუკი მათი გაყრა მოხდება, ედინსონს ცოლისათვის დაახლოებით 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.


www.worldsport.ge

1
360
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
360
  
2013, 10 მაისი, 21:39
ესე რო იყოს საქართველოში ყველ თვე ახალი ქმარი მეყოლებოდა, მილიონს რო მირიცხავდეს იფ :დ
0 1 1