სხვა ქარხნის ნანგრევებში ნაპოვნი ტრაგიკული წყვილის გამოსახულებამ მსოფლიო შეძრა 2013, 10 მაისი, 0:52 მსოფლიოს მოსვენება დაუკარგა ბანგლადეშის ჩამონგრეულ ქარხანაში ნაპოვნმა წყვილმა. ისინი ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ასე დაიხოცნენ. მტვერი, ქვიშა და სამშენებლო ნარჩენები... ერთმანეთს საოცარი სინაზით ჩახუტებული ადამიანები...
როგორც ცნობილია, 900 ადამიანზე მეტი დაიღუპა და 2500-ზე მეტი დაშავდა გასულ თვეში ბანგლადეშში. დღეს მაშველებმა 94 მიცვალებული ამოთხარეს რვასართულიანი შენობის ნანგრევებიდან.
ტექნოლოგიურმა კატასტროფამ მასობრივი პროტესტი გამოიწია. მუშების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენობას უზარმაზარი ბზარები ჰქონდა, მეპატრონეები მაინც აიძულებდნენ მათ მუშაობას.
მაშველები გეგმავენ ხვალ დაამთავრონ სამუშაო. ისინი ბულდოზერების წინ თხრიან. ადგილობრივმა ფოტოგრაფმა ტალსიმი ახტირმა მეუღლეებს საშინელი ფოტო გადაუღო. შეძრწუნებული ფოტოგრაფი ეძებს ნებისმიერ ინფორმაციას მათ შესახებ. "მე არ ვიცი ვინ არიან ისინი, არ ვიცი მათი ურთიერთობის შესახებ. მთელი დღე გავატარე შენობაში, ვუყურებდი როგორ ამოჰყავდათ მაშველებს დაზარალებულები. მახსოვს ნათესავების შეშინებული თვალები-განადგურებული ვარ გონებრივადაც და ფიზიკურადაც. დაახლოებით დილის ორ საათზე გადავაწყდი მათ. სხეულის ქვედა ნაწილები ბეტონშია ჩამარხული. მამაკაცის თვალებიდან დადენილი სისხლი ცრემლივითაა ჩამოდინებული. როცა წყვილი დავინახე, ვერ დავიჯერე, რომ ისინი ჩემი ახლობლები არ იყვნენ. რამდენჯერაც ამ ფოტოს ვუყურებ, თავს ცუდად ვგრძნობ, მათ მოსვენება დამიკარგეს."
მათი სურათები გვეუბნება, რომ ისინი არიან არა მარტო იაფი მუშახელი, არამედ ზუსტად ისეთები, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი. 1996 17-ს მოსწონს
|