x
image
t.x.
ათი წელი ტყვეობაში და მოძალადისგან შეძენილი გოგონა
imageროგორც იქნა იპოვეს სამი დაკარგული გოგონა ათწლიანი ძებნის შემდეგ. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში შეპყრობილნი იყვნენ და მიწისქვეშ ჰყავდათ დატყვევებული.

ამანდა ბერი, ჯინა დეჯესუსი და მიშელ ნაითი ოჰაიოს შტატში, კლივლენდში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი.

ერთხელაც სახლის პატრონმა სახლი მეზობლის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვა, ამით ისარგებლა ამანდამ და პოლიციის გამოძახება შეძლო.

პოლიციის ოფიცერი ამანდას ნამდვილ გმირს უწოდებს. მათთან ერთად აღმოჩნდა პატარა, ექვსი წლის გოგონა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ამანდას მოძალადისგან შეეძინა.image


ორმოცდათორმეტი წლის არიელ კასტრო მძღოლად მუშაობდა სასკოლო ავტობუსზე. ის გუშინ დააპატიმრა პოლიციამ. აგრეთვე დააპატიმრეს მისი ორი ძმა 50 და 54 წლის ასაკის.

მეზობლები ამბობენ, რომ მათ დაუნახავთ კასტრო როგორ დასეირნობდა ქუჩაში ექვსი წლის გოგონასთან ერთად.

პრეს-კონფერენციაზე დაადასტურეს, რომ ეს იყო ამანდას გოგონა (ძალადობის შედეგად გაჩენილი).image

ჯერ კიდევ 2004 წელს ბავშვთა დაცვის სამსახურმა შეამოწმა კასტროს სახლი, მაგრამ მაშინ საეჭვო ვერაფერი შენიშნეს.

ამანდას დეიდაშვილი გვიყვება, რომ ეს ნამდვილი საოცრებაა, მისი ოჯახი იმედს არ კარგავდა და გოგონას ყოველ დღე ელოდებოდა.

პოლიციის აგენტი აცხადებს, რომ ამ სამმა ქალმა საოცრება შეძლო, იოცხლა და გადარჩა.

მეზობელმა ჩარლზ რამსმა განაცხადა, რომ მას ჩააბარეს სახლი და იქიდან გაიგონა ყვირილი. მან ვერ შეძლო გამოეყვანა გოგონები, მაგრამ კარის ღრიჭოდან გადააწოდა თავისი ტელეფონი, საიდანაც ამანდა პოლიციას დაუკავშირდა.




0
950
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
950
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0