ესპანეთის პრიმერა დივიზიონის განვლილ ტურში, არგენტინელმა ლიონელ მესიმ “ბეტისის” კარი ორჯერ აიღო და კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ თანამემამულეს - დიეგო მარადონას გაუტოლდა.
ამჟამად მარადონასა და მესის ანგარიშზე 345-345 გოლია.
მარადონამ “არგენტინოს ხუნიორსში” ჩატარებულ 166 მატჩში 116 გოლი გაიტანა, “ბოკა ხუნიორსის” რიგებში, 40 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 28-ჯერ აიღო, “ნაპოლის” მაისურით 259 თამაშში 115 გოლი მიითვალა, “სევილიას” შემადგენლობაში 29 მატჩში 7-ჯერ გაიტანა და არგენტინაში დაბრუნების შემდეგ, “ბოკაში” ჩატარებულ 31 თამაშში თავი ასევე 7-ჯერ გამოიჩინა. გარდა ამისა, მან არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისური 91-ჯერ მოირგო და თავი 34-ჯერ გამოიჩინა.
თავის მხრივ, მესიმ “ბარსელონაში” უკვე 313 გოლი გაიტანა – 215 პრიმერა დივიზიონში, 24 ესპანეთის თასზე, 10 ესპანეთის სუპერთასზე, 59 ჩემპიონთა ლიგაში, ერთი ევროპის სუპერთასზე და 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. ეროვნულ გუნდში მან 32 გოლი მიითვალა.
ამ შედეგის მისაღწევად მარადონას 18 წელი დასჭირდა, ხოლო მესის – 9.
www.worldsport.ge