საბუნებისმეტყველო მზის სისტემის ისტორიაში უდიდესი ქარიშხალი სატურნზე 2013, 6 მაისი, 18:19 მზის სისტემის ისტორიაში უდიდესი ქარიშხალი სატურნს დაატყდა თავზე. ამ მოვლენის შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება კოსმოსურმა აპარატმა კასისნი-გუიგენსმა შეძლო. ამ ქარიშხლის დიამეტრი 2000 კილომეტრს აღწევს და ის პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსს მოიცავს.
მეცნიერთა განმარტებით ეს ქარიშხალი ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. დედამიწის ქარიშხლებისგან განსხვავებით სატერნის ქარიშხლები უზარმაზარი ზომებით და ქარის საოცარი სისწრაფით გამოირჩევიან. ქარის სისწრაფე ქარიშხლის "თვალში" 500 კმ/სთ-ს აღწევს. თუმცა ისევე, როგორც დედამიწაზე აქაც ქარიშხლის ცენტრში არსებობს რეგიონი სადაც სრული სიმშვიდეა. იხილეთ ფოტო გადაღებული 2013 წლის 29 აპრილს. (NASA | JPL-Caltech | SSI). აი ასე კი გამოიყურება ჩრდილოეთის ციალი სატურნზე. ღრუბლები წითლადაა შეფერილი, ციალი კი ცისფრად. სატურნი ხუთი პლანეტადან ერთერთია, რომლის დანახვაც დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით შეიძლება. 185 5-ს მოსწონს
|