x
image
worldsport.ge
ფინალზე დასწრება “ბორუსიას” 500000 ქომაგს უნდა

imageდორტმუნდის “ბორუსიას” პრესსამსახურის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასწრება კლუბის 500000 გულშემატკივარს სურს. გერმანული პრესის ინფორმაციით, დორტმუნდელებმა ეს ციფრი ბილეთებზე შემოსული მოთხოვნის მონაცემების განახლების შემდეგ გამოაქვეყნეს.
“აბსოლუტური სიგიჟეა” – ასეთი კომენტარი გააკეთა “ბორუსიას” პრესსამსახურმა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 25 მაისს ლონდონში, “უემბლის” სტადიონზე გაიმართება და “ბორუსია” მიუნხენის “ბაიერნს” შეხვდება.
უეფას კვოტის მიხედვით, “ბორუსიას” 24042 ბილეთი ერგება და ფინალზე დასწრების მსურველები ბილეთებს ლატარეის შედეგად მიიღებენ.


www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0