x
image
ხიზანიშვილი
უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი
image- უნდა დაკანონდეს თუ არა აბორტის აკრძალვა. პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეს ძირითადი ნაწილი აბორტის თემას დაუთმო. უწმინდესი სააღდგომო ეპისტოლეში ბრძანებს, რომ ხშირად აბორტი უნაყოფობას, ნაადრევ მშობიარობებს და ჯანმრთელობის და ფსიქიკის გაუარესებას იწვევს. ილია მეორე ქვეყანაში შექმნილ დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც საუბრობს და მთავრობას აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდებს.

- "უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება არის მუცლადღებულ ყმათა მკვლელობა, - აბორტი. მე ადრეც შევეხე ამ თემას, მაგრამ კვლავ მინდა მასზე ყურადღების გამახვილება. ბოროტმოქმედის სიკვდილით დასჯა მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აკრძალულია და ეს კარგია, რათა ადამიანს მიეცეს ცოდვის გამოსყიდვის შესაძლებლობა. აბორტი კი არის მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა და ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც. დღემდე დაუბრკოლებლად ხორციელდება ჩვილების ეს უმოწყალო ხოცვა და მათ აქტიური დამცველი არავინ ჰყავთ, არც სახელმწიფო და არც საზოგადოება." ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

- უნდა მიიღოს თუ არა სახელმწიფომ სათანადო ზომები აბორტის აკრძალვისათვის. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კატასტროფულ სტატისტიკაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ აკრძალვამ შესაძლოა აბორტის არალეგალური შემთხვევების გაზრდა გამოიწვიოს.

- ბოლო მონაცემებით 2013 წელს აბორტის 25 000-მდე რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა, არაკანონიერი კი დაახლოებით 4-ჯერ მეტი.


- ხუნდაძის მსგავსად მეანგინეკოლოგი, დავით გაგუა მიიჩნევს, რომ აბორტის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია, თუმცა არა აკრძალვის მეთოდით. გაგუა ამბობს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მსგავსი კანონის მიღებამ სავალალო შედეგები გამოიწვია.

2
138
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
138
  
2013, 6 მაისი, 11:51
რა საშინელება როგორ შეიძლება საკუთარი შვილი მოკლა... :( :(
0 1 2