x
image
worldsport.ge
ლარა ალვარესი მეძავის როლში

imageმადრიდის “რეალის” ესპანელი ფეხბურთელის, სერხიო რამოსის შეყვარებული, ლარა ალვარესი, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვეთით, მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმში გადაიღეს. ფილმი მადრიდის ქუჩებში “გამოფენილ” მეძავებზეა.
ფილმის შინაარსი და ძირითადი იდეა, მეძავების ცხოვრებას და მათ პრობლემებს უკავშირდება. ესპანეთში პროსტიტუცია სულ სამი წლის წინ დააკანონეს. თუმცა, ამას პრობლემები მაინც არ მოუხსნია და პირინელი მეძავები ძველებურად დაუცველები არიან.
სერხიო რამოსის სატრფომ, მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების დროს განაცხადა, რომ იგი გულით თანაუგრძნობს გაჭირვების გამო ქუჩაში გამოსულ მეძავებს და მიაჩნია, რომ არც ერთი ქალი არ იმსახურებს ასეთ ბედს. მეძავები მხოფლიოს ყველა ქვეყანაში იყვნენ, არიან და ალბათ მომავალშიც იქნებიან. ასე რომ, ლარა ალვარესის ცრემლთათხევა და გოდება სრულიად ზედმეტია...


www.worldsport.ge

0
94
4-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0