x
image
worldsport.ge
მოურინიომ “ჩელსისთან” კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

imageმადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მეპატრონეს რომან აბრამოვიჩს შეხვდა.
ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი ლონდონელებთან კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა. მხარეებმა მომავალი ხელშეკრულების დეტალებზე მოილაპარაკეს და მოურინიო “ჩელსიში” ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ გირვანქას მიიღებს. გარდა ამისა, “ჩელსი” მადრიდელებს კომპენსაციის სახით 12 მილიონ გირვანქას გადაუხდის.
ოფიაციალურად გარიგების შესახებ ცნობილი ივლისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, ვიდრე “ჩელსი” აზიურ ტურნეში გაემართება. მოურიონიოსთან ერთად, “ჩელსიში” შესაძლოა, “რეალის” ზოგიერთი ფეხბურთელი გადავიდეს. კერძოდ, პორტუგალიელს ლონდონში მცველ პეპესა და ნახევარმცველ ანხელ დი მარიას ხილვა სურს. გარდა ამისა, “ჩელსიში” მოურინიოს დაბრუნების ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ ინგლისური კლუბი მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელ თავდამსხმელს რადამელ ფალკაოს შეიძენს.


www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0