x
image
worldsport.ge
პელეგრინიმ ფეხბურთელებს უთხრა: "მალაგადან" მივდივარ"

imageესპანური "მალაგას" მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ გუნდის ფეხბურთელებს უთხრა, რომ სეზონის ბოლოს სამუშაო ადგილს შეიცვლის. ამის შესახებ Marca-მ და AS-მა დაწერეს.
ჩილელი სპეციალისტით დაინტერესებულია "მანჩესტერ სიტი", რომლის სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი რამდენჯერმე შეხვდა პელეგრინის აგენტ ხესუს მარტინესს.
ამასთან, "მალაგას" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პელეგრინი ბედნიერია კლუბში და არსად წასვლას არ აპირებს. თავად მწვრთნელი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
პელეგრინი რომ მაღალი დონის მწვრთნელია, ამას თქმა რად უნდა: ჯერ იყო, "ვილიარეალში" მიაღწია წარმატებებს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა გუნდი, "მალაგაში" კი შარშანწინ დაინიშნა და ანდალუსიური კლუბი პრიმერაში მეოთხე ადგილზე გაიყვანა, ხოლო წლეულს ლიგის ნახევარფინალში გასვლამდე წამებიღა დააკლდა.


www.worldsport.ge

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0