ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ხელფასის გაზრდა სურს.
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport - ის ინფორმაციით, 43 წლის სპეციალისტი უახლოეს ხანში ტურინული კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე დაილაპარაკებს. კონტე წელიწადში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს ითხოვს. ამჟამად მისი ანაზღაურება 2 მილიონია.
კონტე “იუვენტუსს” 2011 წლიდან წვრთნის და პირველივე სეზონში გუნდის იტალიის ჩემპიონობამდე მიიყვანა. აქვე გეტყვით, რომ ტურინელებს მორიგი ოქროს მედლების მოპოვება სერია A-ს უკვე მომდევნო ტურში შეუძლიათ.
www.worldsport.ge