x
image
worldsport.ge
“ინტერმა” სილვესტრე დაკარგა

imageმილანის “ინტერის” არგენტინელმა მცველმა მატიას სილვესტრემ იტალიის სერია A-ს განვლილი ტურის მატჩში, რომელშიც მისი გუნდი “პალერმოსთან” 0:1 დამარცხდა, ბარძაყის კუნთი დაიჭიმა.
Football Italia-ს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ცხადყო, რომ ის საკუთარ გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ გუნდის კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ აქილევსის მყესი გაიწყვიტა და “ინტერს” დიდი ხნით გამოაკლდა.
ამრიგად, მილანელთა ლაზარეთში 15 ფეხბურთელი რჩება - მილიტო, პალასიო, კასანო, კამბიასო, ნაგატომო, სტანკოვიჩი, გარგანო, გუარინი, სამუელი, მუდინგაი, ობი, მბაიე, კასტელაცი, სილვესტრე და ძანეტი.


www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0