x
image
worldsport.ge
რონალდუ “ატლეტიკოსთან” არ ითამაშებს

imageმადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის XXXIII ტურის მატჩს გამოტოვებს. ის “სამეფო კლუბს” მადრიდულ დერბიში “ატლეტიკოსთან” დააკლდება, თუმცა, იმედოვნებს, რომ მოედანს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში, “დორტმუნდთან” დაუბრუნდება.
AS-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყის არეში ტკივილი სწორედ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩის წინ, მოთელვისას იგრძნო. მიუხედავად დისკომფორტისა, მან მოედანზე 90 წუთი გაატარა და გოლიც გაიტანა, მაგრამ “რეალი” “დორტმუნდთან” 1:4 დამარცხდა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა.
რონალდუმ ხუთშაბათს ფიზიოთერაპევტის მეთვალყურებით განაახლა მზადება და იმედოვნებს, რომ 30 აპრილს “დორტმუნდის” წინააღმდეგ განმეორებით თამაშს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. ეს საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ კრიშტიანუს “ატლეტიკოსთან” თამაში გამორიცხულია.
უკანასკნელი ოთხი სეზონის განმავლობაში, რონალდუმ “ატლეტიკოს” კარში რვა გოლი გაიტანა, რაც მესამედია “რეალის” მიერ თანაქალაქელთა კარში გოლების სრული რაოდენობისა. პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში, კრიშტიანუმ 31 გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია, ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში კი, ლიონელ მესის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. “რეალი” ლა ლიგაში XXXII ტურის შემდეგ 71 ქულით მეორე ადგილს იკავებს და 3 ქულით უსწრებს მომავალ მეტოქე “ატლეტიკოს”, რომელიც მესამე საფეხურზეა.


www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0