x
image
ხიზანიშვილი
ორი გოგონა ერთ სხეულში

image- ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ორი 23 წლის გოგონას ისტორია, რომელთაც ერთი სხეული აქვთ - ისევერ როგორც დანარჩენი ახალგაზრდები, 23 წლის ები და ბრიტნი თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებენ, ავტომობილით სეირნობენ ან ფრენბურთს თამაშობენ.
- მათ აქვთ ორი ფილტვი, ორი გული, ორი კუჭი, ერთი ღვიძლი. ორი სხვადასხვა გოგონა, რომელთაც ერთი სხეული აქვთ მინესოტაში ცხოვრობენ. "ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ მეტი ვიდრე ერთმა ადამიანმა" ამბობენ ისინი. მათი მეგობრები დების გუნდური მუშაობით აღფრთოვანებული არიან. მიუხედავად იმისა, რომ ერთს უფრო სოლიდური ჩაცმულობა მოსწონს, მეორეს კი ნათელი და ფერადი სამოსი მაინც ერთ სტილზე თანხმდებიან. გოგონებს შორის კიდევ რამდენიმე განსხვავებაა, ბრიტნის სიმაღლის ეშინია ების კი არა. ები მათემატიკით და მეცნიერებითაა დაინტერესებული, ბრიტნის კი ხელოვნება ურჩევნია. გოგონები ნორმალურ ოჯახში გაიზარდნენ, ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევიან. სწავლობდნენ და ამჟამად სკოლაში მუშაობენ, თუმცა დამატებით პრობლემებს მაინც აწყდებიან - ისინი უნდა შეეგუონ, რომ პირადი ცხოვრება არ აქვთ რაც ძალიან რთულია, თუმცა როგორც სკოლის დირექტორი ამბობს მოსწავლეებისათვის ისინი მისაბაძები არიან, რადგან ბავშვებს ცხოვრებისეულ გამოწვევებთან ბრძოლასა და დაძლევას ასწავლიან.


image


image

image

image



2
73
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
73
  
2013, 25 აპრილი, 22:57
ესეთ ცხოვრებას რა ვუთხარი:/ ვერ გათხოვდებიან ვერაფერი..ვერც წესიერად ისწავლიან..ორივეს სხვადასხვა პროფესია აურჩევია და როგორ..
0 1 2