ფეხბურთი სეზონის ბოლოს ჯერარდს ოპერაციას გაუკეთებენ 2013, 24 აპრილი, 18:31 “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი სეზონის დამთავრებისთანავე ოპერაციას გაიკეთებს და ამის გამო ზაფხულში ინგლისის ნაკრების ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს, წერს The Telegraph-ი. სტივის ძველი, მარცხენა მხრის ტრავმა გამიზეზებია და ტკივილებს უჩივის. აღდგენის პროცესი დაახლოებით ექვსიდან რვა კვირამდე გასტანს. საოპერაციოდაც ზაფხული იმად აირჩიეს, რომ ფეხბურთელი “ლივერპულის” წინასასეზონო შეკრებისთვის მზად იყოს. 262 1-ს მოსწონს
|