x
image
ხიზანიშვილი
აქვს თუ არა კავშირი საქართველოს "ბოსტონის" ტერაქტთან

image- რუსული გაზეთი "იზვესტია" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, მათი მტკიცებით შესაძლოა ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი, ტამელან ცარნაევი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ამერიკელებთან ჩატარებულ სემინარებზე გაიწვრთნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის, გრიგოლ ჭანტურიას ანგარიშის თანახმად, რომელიც მან შინაგან საქმეთა მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა, "კავკასიური" ფონდი ფონდ "ჯეიმს თაუნთან" ერთად 2012 წელს ატარებდა ღონისძიებებს და სემინარებს კავკასიის, მათ შორის მისი რუსული ნაწილის ახალგაზრდა მცხოვრებლებთათვის. რამდენიმე სემინარში მონაწილეობდა ტამელან ცარნაევიც, რომელიც 2012 წლის ივნისიდან რუსეთში იმყოფებოდა. ჭანტურია წერს, რომ კავკასიური ფონდი 2008 წლის 7 ნოემბერს, ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ, ჩრდილოკავკასიაში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად შეიქმნა, წერს "იზვესტია". "იზვესტიაში" მოყვანილ ფაქტებს ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ საქართველოში.

2
36
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
36
  
0 1 2