x
image
t.x.
დები ბინაში წელიწადზე მეტ ხანს ძმის გვამთან ერთად ცხოვრობდნენ

imageორი ქალი სულ ცოტა წელიწად-ნახევარი ცხოვრობდნენ ძმის გვამთან ერთად. ეს იაპონიაში მოხდა და გვამი 49 წლის მასაო ტადანოს ეკუთვნოდა. ის დებმა სახლის დალაგებისას იპოვეს, როცა გადაწყვიტეს სხვა სახლში გადასვლასთან დაკავშირებით სახლი მოეწესრიგებინათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო New York Daily News.

მასაო ტადანო ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. არ ჰქონდა ურთიერთობა თავის უახლოეს ადამიანებთანაც კი. იაპონელი საერთოდ არც კი ცდილობდა თავისი საძინებლიდან გამოსვლასაც. მისი დების თქმით, ძმა უკანასკნელად 2010 წელს ნახეს.

მუმიადქცეული მასაო ტადანოს სხეული ქალებმა მხოლოდ გასული წლის ნოემბერში სახლის დალაგებისას იპოვეს.

ერთ-ერთი და პანიაში ჩავარდა და შეეცადა გამის თავიდან მოშორებას. დაჭრა გვამი ნაჭრებად, ჩადო ცელოფანის პარკებში და გადაყარა სანაგვეზე სახლის მახლობლად. დანაწევრებული და ცელოფანში შეფუთული სხეული მუშებმა იპოვეს, რომლებმაც აცნობეს კიდეც პოლიციას. მასაო ტადანოს სიკვდილის მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია. თუმცა გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ძმის სიკვდილში დების ხელი არ ურევია. იმის მიუხედავად, დამნაშავეები არიან თუ არა ძმის სიკვდილში, ბრალად ედებათ, რომ არ დამარხეს ძმის ცხედარი და სანაგვეზე მოისროლეს. ვარაუდობენ, რომ იაპონელი მოკვდა დაახლოებით თვრამეტი თვის წინ. საოცარია, როგორ იქცა გვამი მუმიად ისე, რომ სუნმა მაინც არ შეაწუხა დები?!


1
320
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
320
  
2013, 24 აპრილი, 0:56
რას არ გაიგებ...
0 1 1