საქართველო პრემიერმა ივანიშვილმა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან საკუთარი თანაგუნდელების პოლიტიკურ სისუსტეებზე ისაუბრა 2013, 23 აპრილი, 20:26 დღეს, მსოფლიო მედიის ყურადღება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობაზეა მიპყრობილი, სადაც საქართველოს პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა და მიმართვის შემდეგ მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა.გარდა სიტყვით გამოსვლისა, პრემიერი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჟან კლოდ მინიონს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს დინ შპილმანს, აგრეთვე ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეკ სავიცკის.საქართველოს პრემიერ - მინისტრის შეხვედრა სხვადასხვა უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებთანაა დაგეგმილი. მიმართვის შემდეგ საქართველოს პრემიერი ევროსაბჭოს ასამბლეის წევრების შეკითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. პრემიერი არა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, მაგრამ ალბათ ერთ -ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც "ქართულ ოცნებას" და კოალიციას აწუხებს, მაინც ივანიშვილის იმ განცხადებას შეეხებოდა, როცა მან საკუთარი თანაგუნდელები პოლიტიკური დებატების სისუსტეში დაადანაშაულა.ციტირებას ვახდენ - "კარგად ვიცი, რომ დემოკრატიული მართვის გამოცდილება გვაკლია.როცა ჩვენს ოპონენტებთან ვკამათობთ, მაშინ კარგად ჩანს რამდენად გვაკლია პოლიტიკური დებატების გამოცდილება.რამდენად რთულია შეწყვიტო კამათი და ენდო მეორე მხარის კეთილ ნებას.თქვენთვის, ბუნებრივია ძნელია ამის გაგება"- განაცხადა საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას. 38 34-ს მოსწონს 1-ს არა
|