ფრანგული გრანდის, პარიზული პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ, სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
France Football-ის ცნობით, ბრაზილიელი სპეციალისტი ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს და ამის მიზეზი მასსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის არსებული უთანხმოებაა. ამასთან, ლეონარდოს პირადი მოტივებით იტალიაში დაბრუნება სურს.
იტყობინებიან, რომ ის მილანის “ინტერის” სპორტული დირექტორის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება, სადაც მარკო ბრანკა უნდა შეცვალოს. ამ უკანასკნელს კლუბის გულშემატკივრები აკრიტიკებენ და თანამდებობის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.
შეგახსენებთ, ბრაზილიელი პსჟ-ში 2011 წელს სწორედ “ინტერიდან” გადავიდა, სადაც მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
www.worldsport.ge