x
image
worldsport.ge
“დეპორტივოს” ლიკვიდაცია ემუქრება

imageმოსამართლემ, რომელსაც ესპანური საფეხბურთო კლუბ “დეპორტივოს” გაკოტრების საქმე მიჰყავს, კლუბის ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ თუ ვალების გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდება, მას ლიკვიდაცია დაემუქრება.
Football Espana-ს ცნობით, აქამდე კლუბს კონფლიქტები საკუთარ ადმინისტრატორებთან ჰქონდა, მაგრამ Mედიაპრო-სგან სატელევიზიო უფლებების გაყიდვისთვის თანხის მეორე ნაწილი რომ მიიღო (9 მილიონი ევრო), ეს საკითხი დარეგულირდა.
ახლა “დეპორტივოს” ბანკების - Novagalicia-სა და Bancogallego-ს - ვალები აქვს გასასტუმრებელი. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ორკვირიანმა მოლაპარაკებამ უშედეგოდ ჩაიარა და შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ, მოსამართლემ კლუბს გაფრთხილება მისცა, რომ თუ უახლოეს პერიოდში შეთანხმება არ შედგება, “დეპორტივო” ლიკვიდაციას დაექვემდებარება.


www.worldsport.ge

0
288
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0