საბუნებისმეტყველო 5 ყველაზე ჭკვიანი ცხოველი 2013, 22 აპრილი, 20:25 წარმოგიდგენთ ყველაზე ჭკვიანი ცხოველების ხუთეულს. თუ ვინმე არ არის თანახმა ან რაიმე აქვს დასამატებელი ნუ მოგერიდებათ დაწერეთ კომენტარი. გაიცანით ყველაზე ჭკვიანი ცხოველები. ხო მართლა რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.
მაშ ასე დავიწყოთ. დელფინი: დელფინები დედამიწის თითქმის ყველა ზღვასა და ოკეანეში გვხვდება. დელფინი საშუალოდ 50 წელს ცოცხლობს და თავისი 88 კბილის საშუალებით დღეში დაახლოებით 30 კილოგრამ თევზს ჭამს. მათი წონა 500 კილოგრამს აღწევს. გავრცელებულია აზრი, რომ დელფინი მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ცხოველია. ზრდასრული დელფინის ტვინი 1700 გრამს იწონის, ადამიანის 1400 გრამს, თუმცა მის ტვინში გაცილებით ნაკლები ნეირონებია (ნაკლები ვიდრე პრიმატების ტვინში). პრიმატები: პრიმატების ოჯახს ეკუთვნის ასევე ადამიანიც. ინტელექტის მიხედვით ადამიანის შემდეგ პირველ ადგილზე შიმპანზე დგას. პრიმატებს აქვთ დიდი რთული ტვინი. ისინი ქმნიან რთულ სოციალურ ელემენტებს და აქვთ განვითარებული ცალკეული სალაპარაკო თვისებები. სპილო: ყველაზე დიდი ხმელეთზე მოსიარულე ძუძუმწოვარია დედამიწაზე. სპილოები ცნობილნი არიან თავისი კარგი მეხსიერებით და მაღალი ინტელექტით. სპილოები ერთმანეთს სხვადასხვა ჟესტებით ესაუბრებიან. ძაღლი: ეს ცხოველი მოიშინაურეს 10 ათასი წლის წინ. ძაღლს ესმის 250 სიტყვა და ჟესტი, მას შეუძლია დაითვალოს 5-მდე და გააკეთოს უმარტივესი მათემატიკური მოქმედებები. აღსანიშნავია, რომყველაზე ჭკვიანი ძაღლი არის პუდელი. კატა: ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ცხოველია. მოგიყვებით ერთ ისტორიას. ერთ კატას ასწავლეს უნიტაზში მოსაქმება, არამარტო მოსაქმება არამედ ჩარესხვაც კი. ერთხელ კატა საპირფარეშოდან დიდი ხანი არ გამოვიდა, როდესაც პატრონი შევიდა საპირფარეშოში გაოცებული დარჩა. კატა ზედიზედ აჭერდა წყლის მოშვების ღილაკს, თურმე წყალი იყო გათიშული და კატა ელოდებოდა მის მოსვლას. 536 7-ს მოსწონს
|