საზოგადოება ჯაბა ბოჯგუა 5 წელია უკვე რაც კომაშია. უფლის იმედად დარჩენილი ოჯახი. 2013, 22 აპრილი, 13:02 ![]() ალბათ ყველას გახსოვთ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა. დადიოდა ხმები, რომ ჯაბა ბოჯგუა ციხეში თავისი არატრადიციული ორიენტაციის გამო იყო ნაცემი. მაგრამ მისი დედა, მანანა ბოჯგუა უარყოფს ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ მის შვილზე ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა ციხეში და ეს მას ნერვიულობის გამო მოუვიდა. ხუთი წლის განმავლობაში, ჯაბა ბოჯგუა კომაშია ჩავარდნილი. ექიმები მის მდგომარეობას უიმედოდ თვლიან. მომღერალს ტვინი აქვს გათიშული და საწოლს არის მიჯაჭვული. ![]() ბინის ქირას მათ გლდანის გამგებელი უხდის, ხოლო წამლის ფულს დეპუტატი ხაჩირიშვილი ურიცხავდათ ხოლმე. ქალბატონ მანანას ახალი მთავრობისთვის ჯერ არ მიუმართავს, რათა მათგან დახმარება ითხოვოს. შესაძლებელია ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდეს, თუკი ბინის პატრონი მათ ბინის დაცლას მოსთხოვს და კომაში ჩავარდნილი ადამიანისთვის კი ბინის მიქირავება ბევრს არ სურს-ასე აღნიშნა ქალბატონმა მანანამ ჟურნალ "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში. ჯაბას დედას იმედი აქვს, რომ მისი შვილი კარგად გახდება. ვუსურვოთ ჯაბას გამოჯამრთელება და ფეხზე დადგომა! ![]() ![]() 4549 24-ს მოსწონს 1-ს არა
|