საზოგადოება მამა ანთიმოზი მამულიჩას-"მამულიჩ შენს გვერდზე ვარ!" და გაღიზიანებული საზოგადოება-"გადამრევს ეს ხალხი! " 2015, 23 ივლისი, 0:23 ყველაზე სკანდალური მამაო, არქიმანდრიტი ანთიმოზი მამულიჩას ამხნევებს. მან "ფეისბუქზე" შემდეგი სტატუსი დაუწერა მას: "მამულიჩ შენს გვერდზე ვარ, ღმერთმა გაგაძლიეროს!" მამოს ამ პოსტმა საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მამა ანთიმოზი გააბრაზა იმან, რომ იგი ლანძღვის ობიექტად იქცა მისი მამულიჩასადმი თანაგრძნობის გამოხატვის გამო... არქიმანდრიტმა ანთიმოზმა თავისსავე სტატუსზე შემდეგი კომენტარი დაწერა: "გადამრევს ეს ხალხი! განსაცდელში მყოფი ადამიანის გვერდზე დგომისთვის, როგორ შეიძლება სასულიერო პირი ლანძღო? დრონი.ჯის წაუღია და იქ კომენტარები წავიკითხე... ხალხო რამ გაგაბოროტათ? კახიმ ვინმეს რამე დაგიშავათ? ან მე?" ამ კომენტარს ერთ-ერთი "ფეისბუქის" მომხმარებელი გამოეხმაურა: " გადამრევთ!!! იმ ადამიანიებს არაფერს უშავებდა კახი, ვისაც ნარკოტიკებით ამარაგებდა?? სასულიერო პირმა უპირველეს ყოვლისა უნდა დაგმოს ცოდვილი საქციელი, რათა დანარჩენებს სწორი გზა დაანახოს. თქვენი სიტყვების წაკითხვის შემდეგ კი მრევლმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება-გასაღება მისაღები საქციელია... მეტიც, ამგვარი საქციელის ჩამდენის მხარში ამოდგომა, მისი საქმიანობის მხარდაჭერას ნიშნავს. ღმერთმა აშოროს ეკლესიას თქვენისთანა წყალწაღებული მღდვლები!!!" შეგახსენებთ, რომ კახა მამულაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1, 15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0, 2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით). გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს." მამულიჩას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 1246 3-ს მოსწონს 1-ს არა
|