საზოგადოება ლალი მოროშკინა დედამთილი გახდა-"დღეს ყველაზე ბედნიერი დღე მაქვს!!!"(+ფოტოები) 2015, 7 ნოემბერი, 20:57 სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველის და ჟურნალისტის ლალი მოროშკინას ვაჟმა ცოლი მოიყვანა. მან ეს სასიხარულო ამბავი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაპოსტა და ქორწილის ფოტოებიც გამოაქვეყნა: "დღეს ყველაზე ბედნიერი დღე მაქვს!!! დღეს ჩემი შვილი გაბედნიერდა!!!" სკანდალური და სექსუალური იმიჯის მქონე ლალი მოროშკინე სამჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი მეუღლე ნუკრი ჩაგანავა იყო. პირველი მეუღლე ახლა გარდაცვლილია. მეორე მეუღლე კი იყო მიხეილ ღოთვაძე. პირველ ორ ქმართან ლალი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ, ყველას ახსოვს მისი სკანდალური და ხმაურიანი სიყვარული მოკრივე გიორგი კანდელაკთან, რომელსაც იმ პერიოდში ცოლ-შვილი ყავდა უკვე. მაგრამ მათი რომანიც დასრულდა. მისი მესამე ოფიციალური ქმარი კი იყო ირაკლი ჯაფარიძე, რომელსაც სულ ცოტა ხანია, რაც დაშორდა. 20 ივლისს გააწერეს მათ ხელი. მესამე მეუღლესთან დაშორებას მოროშკინა ძალიან განიცდიდა. როგორც ლალი აღნიშნავდა, წარმატებული კარიერა და ოჯახი ერთად მხოლოდ ძლიერი ქალების ხვედრი იყო და როგორც ჩანს იგი ვერ არმოჩნდა იმდენად ძლიერი, რომ ორივე ერთად შეენარჩუნებინა. ლალი მოროშკინას ორი ვაჟი ყავს, სანდრო და გიორგი. მისმა პირველმა ვაჟმა, სანდრო ჩაგანავამ ცოლად ულამაზესი ლალიკო ჯავახია. ბედნიერება ვუსურვოთ მათ! ახლა კი გთავაზობთ ფოტოებს ლალი მოროშკინას ვაჟის ქორწილიდან. 3538 4-ს მოსწონს 2-ს არა
|