x
image
ციცი
Mediator image
ინდირა ზარანდიას შეყვარებულის სულისშემძვრელი წერილი-"ამ დღის მერე მეც გვამი ვარ..."
image
"ყველამ ვინც მე მიცნობს იცის, რომ ცხოვრებაში არ დამიპოსტავს. ახლა ალბათ იმიტომ, რომ ემოციებისგან ცოტათი მაინც დავიცალო და ყველას დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან ინდირა მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი ინდირა, როგორი ირაკლიც ვიყავი მე მხოლოდ მასთან. ინდირა იყო ზე ადამიანი... ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე, ყოველდღე ცდილობდა ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა. საოცარი ცხოვრების ნიჭით იყო დაჯილდოებული. პირადად ჩემთვის ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება- მოკლედ ყველა ის გრძნობა, რაც ადამიანს ადამიანად ხდის და ეს ყველაფერი 14 ივნისის საბედისწერო ღვარცოფმა გაატანა წყალს ჩემს ინდირასთან ერთად... ამ დღის მერე მეც გვამი ვარ, უფრო სწორად მოსიარულე გვამი... მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში, რადგან შეუძლებელია ადამიანმა თავის სულის ნაწილს ვერ მიაგნოს... შენ კი ჩემი სრულფასოვანი ნახევარი იყავი, მართალია ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაღაც წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე, თუმცა წინ ბევრი სხვა ცხოვრება გვაქვს. მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარა!..."

image


ასეთი სულისშემძვრელი წერილი გამოაქვეყნა სტიქიის დროს დაღუპული გოგნას, ინდირა ზარანდიას შეყვარებულმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ისინი ხომ სულ რაღაც ნახევარი საათის წინ დაემშვიდობნენ ერთმანეთს... შემდეგ კი მოხდა ეს უბედურება...

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ინდირა ზარანდია და მისი 25 წლის და, ლიზი ზარანდია თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას ემსხვრპლნენ. ინდირას ცხედარი მზიურის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ისინი სწორედ იმ დროს იმყოფებოდნენ მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად ტაქსში გმირთა მოედანზე, როდესაც თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ვერემ არ დაინდო არც სულიერი და არც უსულო საგანი რაც კი გზაზე შეხვდა.


imageimageimageimageimageimage

1
16833
9-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
16833
  
2015, 17 ივნისი, 10:48
თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ სოციალურ ქსელში და ისიც ამ ბოდვის დაპოსტვა სისულელე მგონია.
0 1 1