საზოგადოება როგორ გამოიყურებიან ქართველი გოგონები გამოსაშვებ საღამოზე 2015, 7 ივნისი, 15:38 და აი დადგა ნანატრი დრო, როდესაც ირეკება ბოლო ზარი და იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი. უკვე დროა დაივიწყო ბავშვობა და შეუერთდე ზდასრულ საზოგადოებას. სკოლის დამთავრება რა თქმა უნდა ყველასთვის ბედნიერი მოვლენაა, თუმცა ცოტა გულდასაწყვეტიც, იგი ხომ ჩვენი, ადამიანთა ცხოვრების განუყრელი ნაწილია, მეორე ოჯახია. რაც შეეხება გამოსაშვებ საღამოს, აი ეს ნამდვილად დაუვიწყარი დღეა, ეს არის ის დღე როდესაც შენი კლასელები სრულიად სხვანაირს გხედავენ. შენც გინდა, რომ ყველას თავი დაამახსოვრო, ყველაზე ლამაზად გამოიყურებოდე, გამოსაშვები საღამოს დედოფალი გახდე და ამისთვის ყველაფერს აკეთებ, რომ რაც შეიძლება გამორჩეულად და განსხვავებულად იყო. მოგეხსენებათ გამოსაშვების წინა სამზადისი სასიამოვნოდ დამღლელია, განსაკუთრებით გოგონებისთვის, რადგანაც მათ უფრო მეტი საზრუნავი აქვთ ჩაცმასთან, ვარცხნილობასთან და მაკიაჟთან დაკავშირებით. ბიჭებს კი მოგეხსენებათ სულაც არ სჭირდებათ მაკიაჟი და დიდად არც ვარცხნილობაზე იწუხებენ თავს. მოდით ჩამოვთვალოთ რამდენი რამ სჭირდებათ გოგონებს, რათა გამოსაშვებ საღამოზე გამოიყურებოდნენ ბრწყინვალედ: კაბა, ფეხსაცმელი, მაკიაჟი, ვარცხნილობა, ჩანთა, აქსესუარები. მემგონი ამ ყველაფრის კარგად არჩევა და შეხამება საკმაოდ რთული საქმეა. რთულია არა მარტო ის, თუ როგორი კაბა ჩაიცვა, არამედ ფერის არჩევაც საკმაოდ რთულია, შემდეგ კი ამ კაბას უნდა შეუხამო ვარცხნილობა და მოკლედ აღარ გავაგრძელებ რამდენ რამეზე ამახვილებენ ყურადღებას. ისევე, როგორც გასულ წელს, ახლაც აქტუალურია გრძელი ჩახსნილი კაბები, რატომღაც კვლავ წითელი ფერი დომინირებს, თუმცა შავიც ძალიან ბევრმა მოიხდინა.მოდით ვნახოთ 2015 წლის გამოსაშვები საღამოების ქართველი გოგონების ჩაცმულობა და თქვენ თვითონ შეაფასეთ რამდენად გემოვნებიანად გამოიყურებიან ისინი. 3319 13-ს მოსწონს
|