x
image
ციცი
Mediator image
"ქვეყნის სირცხვილია ეს გოგო!!!"-ჯანეტ ქერდიყოშვილზე "თავდასხმის" კიდევ ერთი მიზეზი რუსულენოვანი ვიდეომიმართვა გახდა.
image
"მის სამყარო 2015"-ის ქართველი წარმომადგენელი, "იმიჯ ცენტრის" მოდელი და "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორედ გახდა კრიტიკის ობიექტი. პირველად მას ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო "დაესხნენ" თავს, რომელზეც მან ტელეკომპანია "მარაოს" ეთერში გადაცემა "სელფი"-ში ისაუბრა:

"მეუღლეს უფრო უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, ვიდრე ცოლს
ქმარი...

არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ უკვე რაღაც ამორალია ჩემთვის, იმიტომ რომ ის ისევ და ისევ იმიტომ, რომ დედაა.
მე რომ ჩავთვალო ჩემი თავი სრულიად ბედნიერი, მე უნდა მყავდეს ოჯახი, მე უნდა მყავდეს მეუღლე!"


მეორედ კი მასზე "თავდასხმა" რუსულენოვანი ვიდეომიმართვის გამო მოხდა, რომელიც სოციალური ქსელის The Perfect Miss-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, სადაც იგი მადლობას უხდის გვერდს:


"მადლობა ჩემო კარგებო, თქვენი მახარდაჭერისა და თქვენი ყურადღებისათვის. თქვენ ყველაზე საუკეთესო გვერდი გაქვთ საუკეთესო პოსტებით. გისურვებთ წარამტებებს და სულ ახალ და ახალ საინტერესო ვიდეოებს და ფოტოებს. "


საზოგადოება მკაცრად აკრიტიკებს ჯანეტს ვიდეომიმართვის რუსულ ენაზე ჩაწერისთვის, თუმცა ზოგი ემხრობა კიდეც:

"რუსულად რატომ?..."

"ქვეყნის სირცხვილია ეს გოგო!!!"


" აი რას ერჩით? ვინც რუსული ენა იცის და რუსულად ლაპარაკობს, ყველა ქვეყნის სირცხვილია ხო? მიდით დაგვწვით მაშინ..."


"ჩვენც ვიცით რუსული, მაგრამ ადგილიც ვიცით სად უნდა ვილაპარაკოთ.
მსგავს ღონისძებაზე, "მის საქართველო" რომ ხარ და არა "მის შენი თავი", უნდა გაითვალისწინო კონტექსტი.
რუსული არაა საერთაშორისო ენა და მაშინ ქართულად ისაუბროს და ვინმემ თარგმნოს. მაგრამ თარგმანი უხერხულია ხომ?
ეს უფრო ცუდია. რუსულად საუბარი ინტელექტი არაა ამ შემთხვევაში. პირიქით, იმიტომ რომ მსოფლიომ იცის რა გვინდა ჩვენ და ესეთი "დიდებული" გამოსვლები ისევ ინდივიდებზე საუბრობს ცუდად.
მერე ამის ნათქვამი, რუსულად გამოცუნცულება, უნდა დავდგეთ და ვასწოროთ მთლემა ქვეყანამ. და ვამტკიცოთ ყველა ჯერზე, რომ არა, ეს ერთია ასეთი ფენომენალური და მთავარი კურსი ქვეყნისა, არ ემთხვევა მისას.
დიდი ენერგია მიაქვს ბატონოჩემო და გაითვალისწინეთ თუ შეიძლება!
თავის პირად ცხოვრებაზე რაც უნდა ის იბჟუტუროს ყველამ!"


"ეს უკვე მეტისმეტია, ჯერ კაცის "გაგულავებაო" და რაები აღარ იბჟუტურე და ახლა რუსეთუმეც ყოფილხარ. წადი რა კრასნოდარში!"


"ამ რუსულმა მიმართვამ ყველაფერი გააფუჭა..."

"რა ენაზეც უნდა რას ნიშნავს?? იქ თავის თავს კი არა საქართველოს წარადგენს და დიდი განსხვავებაა..."


ჯანეტმა კომენტარებში დაწერა, თუ რატომ გადაიღო ვიდეომიმართვა რუსულად:

"ჩემო საყვარლებო, რუსულად იმიტომ არის, რადგან რუსულად მთხოვა ამ გვერდის ადმინისტრატორმა..."imageimageimageimageimageimage

1
2341
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2341
  
2015, 21 დეკემბერი, 13:06
არ მეგონა თუ ასეთი ლამაზი გოგო ასეთი კარგი აღზრდილი იქნებოდა, (ამ ვითომ ცნობადი სახეების შემყურე). ღმერთმა დაგლოცოს და გაგამარჯვებინოს.
0 1 1