საზოგადოება იქს ფაქტორის ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტი, ორსული ლინდა ადამიაა(+ფოტოები) 2015, 11 აპრილი, 13:21 იქს ფაქტორი სულ რაღაც ერთი კვირაც არ იქნება რაც დაიწყო. ეს არის პროექტი, სადაც მოხვედრა საკმაოდ რთულია. უკვე გამოიკვეთა რამოდენიმე ძლიერი კონკურსანტი და მათ შორის ერთ-ერთი უძლიერესი ხმის პატრონი და გამორჩეული გარეგნობის მქონე გოგონა, ამასთან ერთად ძალიან სცენიური და თავდაჯერებული, ლინდა ადამიაა. იგი როგორც გაირკვა ახალი დაქორწინებულია და უკვე ბავშვსაც ელოდება. ეს გოგონა მართლაც ძალიან დიდ პოზიტივს გადმოსცემს.მისი ენერგია ყველას ნამდვილად კარგ განწყობაზე აყენებს. ლინდას არა მარტო ხმამ, არამედ მისმა ღიმილმაც ძალიან მოხიბლა ჟიური და მაყურებელი. როგორც გაირკვა ლინდას მეუღლე ტატუებს აკეთებს და სწორედ მაშინ გაიცნო ლინდამ, როდესაც ტატუს გასაკეთებლად მივიდა მასთან. ვისაც ერთი ნახვით შეყვარების არ გჯერათ, მაშინ დაიჯერეთ, რადგან სწორედ ეს ის წყვილია, რომელთაც ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. დიახ ასეთებიც ხდება და არცთუ ისე იშვიათად. მოკლედ ლინდა ძალიან ბედნიერია თავის მეუღლესთან ერთად და ამ ბედნიერებას მალე მათი მომავალი შვილი შეავსებს კიდევ უფრო. ვუსურვოთ ლინდას წარმატებები კონკურსშიც და პირად ცხოვრებაშიც. იგი ნამდვილად იმსახურებს ფინალში ყოფნას. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ლინდას პირადი ფოტოები მისი "ფეისბუქ" გვერდიდან. 1622 6-ს მოსწონს
|