რჩევები მოდა თქვენი თვალებისთვის - ლაინერის მაგია 2013, 21 აპრილი, 17:49 ალბათ ბევრი თქვენგანის შურნარევი ოხვრა გამოუწვევია, ფოტოებზე გამოსახული ლამაზმანი მოდელების ორიგინალურად ჩახატულ თვალებს. ეს ჯადოქრობა ლაინერის მეშვეობით მიიღწევა, თუმცა ლაინერის სწორად გამოყენებას დიდი დრო, მოთმინება და მოხერხებულობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, როცა ლაინერს შეიძენთ, ილუზია იმის შესახებ რომ ხვალვე თვალებფახულა მოდელებს დაემსგავსებით ილუზიადვე დარჩება თუკი მოთმინებით არ აღიჭურვებით და ნაბიჯ-ნაბიჯ არ შეეცდებით ლაინერის მაგიის ათვისებას. საამისოდ ძალიან ეფექტური საშუალებაა უბრალო კონტურის ფანქარი, რომლითაც ლაინერის წასმამდე მოხაზავთ სასურველ კონტურებს თვალზე. ამგვარი მეთოდი დაგეხმარებათ იმაში, რომ სასურველი მიმართულება მარტივად მისცეთ თვალზე დატანილ ლაინერის ხაზს, უკვე შემდგომ კი როცა ხელის სიწრაფეს განავითარებთ, არანაირი კონტური აღარ დაგჭირდებათ თვალების სასურველ სტილზე მოსახატად. დაიმახსოვრეთ, ლაინერის მაგია - ხელის სისწრაფეს და მიჩვევას ეფუძნება. 3015 8-ს მოსწონს 1-ს არა
|