x
image
worldsport.ge
ჰუფნაგელის დუბლი "ბაიერნის" 19-წლამდელებთან

imageგერმანიის 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში მიუნხენის "ბაიერნმა" შინ 1:2 წააგო "უნტერჰახინგთან". გამარჯვებულთაგან ორივე გოლი ლუკა ჰუფნაგელმა გაიტანა: მან ჯერ 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში, შემდეგ მასპინძლებმა გაათანაბრეს, მაგრამ 71-ე წუთზე ლუკამ გადამწყვეტი შეაგდო.
ჰუფნაგელი მართლაც კარგ სეზონს ატარებს და როგორც უკვე ვწერდით, 2 კვირის წინ "უნტერჰახინგის" ძირითად გუნდშიც ითამაშა.
გადაწყვეტილია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ზაფხულიდან უკვე რეგულარულად ითამაშებს მთავარ გუნდში.


www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0