ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობა მომავალი სეზონისთვის ახალ მთავარი მწვრთნელის ძებნას განაგრძობს.
გუნდის მოქმედმა თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა პირადადაც დაადასტურა, რომ ზაფხულში “სტემფორდ ბრიჯს” დატოვებს. შესაბამისად, კლუბი უკვე ეძებს მის პოტენციურ შემცვლელს და Guardian-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ესპანური “მალაგას” ამჟამინდელი მწვრთნელი, ჩილელი მანუელ პელეგრინი იყოს.
59 წლის გამოცდილი სპეციალისტის ერთ-ერთი მრჩეველი უკვე შეხვდა ლონდონელთა წარმომადგენელს და შესაძლო შეთანხმების დეტალები გააცნო. გავრცელებული ინფორმაციით, “მალაგასთან” მოქმედი კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის სანაცვლოდ, ინგლისელებს 3, 4 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ.
www.worldsport.ge