საქართველო ჭორი თუ სინამდვილე - "ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს"? 2013, 15 აპრილი, 13:37 ინფორმაცია, რომელიც თითქოსდა პრეზიდენტის ლიკვიდაციას გულისხმობს, გაზეთ "ქრონიკას" პრეზიდენტის ყოფილმა ერთ-ერთმა დაცვის წევრმა მიაწოდა.თუმცა ამ სკანდალურ ინფორმაციას წინ უძღოდა იგივე დაცვის წევრის სამსახურიდან დათხოვნა დანარჩენ 100 თანამშრომელთან ერთად, რაც პრეზიდენტისთვის დაცვის სამსახურის შემცირებით და დაცვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონის ჩამოჭრის შემდეგ განხორციელდა .როგორც გაზეთი გვატყობინებს, ეს ინფორმაცია გადამოწმებულ იქნა პოლიტოლოგ მამუკა არეშიძესთან, რომელმაც არც უარყო და არც დაადასტურა მორიგი სკანდალური განცხადება, თუმცა რამდენიმე დღის წინ გაზეთ "ალიასთან" გაკეთებულ ინტერვიუში არეშიძეს არ დაუმალავს, რომ მასთან 'ნაც.მოძრაობის"ძალოვნების შეხვედრა მოხდა და ისეთი შოკისმომგვრელი ინფორმაციები მიაწოდეს, რომლის გამჟღავნებისგან პოლიტოლოგი ჯერჯერობით თავს იკავებს.
- ციტირებას ვახდენ: -" სანდო წყაროს ინფორმაციით, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია.იგივე წყარო გვიმტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციის იდეას ავტორი არის ივანე მერაბიშვილი"-ვკითხულობთ გაზეთში.
- ამ სცენარის მიხედვით მერაბიშვილის "გეგმის" ამუშავების შემთხვევაში ახალი ხელისუფლება ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რაც პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს და ადვილი შესაძლებელია, გამოუსწორებელი შეცდომების წინაშე აღმოჩნდეს ქვეყანა.
რა გათვლები აქვს ვანო მერაბიშვილს?როგორც პრესა იუწყება, პრეზიდენტზე თავდასხმის ინსცენირებით მერაბიშვილი და მისი გუნდი ორ კურდღელს დაიჭერს, რაც გამოიხატება ბნელ ოთახში შავი კატის ძებნით, რათა ტერორის დამკვეთად რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დასახელდეს, რომელიც სააკაშვილს ჯერ კიდევ წლების წინ უცენზურო სიტყვებით ემუქრებოდა.ამის შემდეგ "ნაცები" განგაშის ზარებს შემოჰკრავენ და ყველაფერში რუსეთის მოკავშირე ივანიშვილს, რომელიც აშკარად პუტინის კაცია, დაადანაშაულებენ.
თუმცა ამ სკანდალური ინფორმაციის გამჟღავნება და სააშკარაოზე გამოტანა აუცილებლად იქნება პრევენსია, რომ არ იქნას ამუშავებული მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურების სცენარი. 747 31-ს მოსწონს 2-ს არა
|