x
image
ვიზა კოხაძე
რატომ უერთდება კობა დავითაშვილი ნაციონალების მოთხოვნას

image
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების ინიციატივას არ ეთანხმება აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაგავშირებით.როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, ქართული მხარე რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა და არა პირიქით. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყება სხვა არაფერია, თუ არა რუსული ინტერესების გატარება. კატეგორიულად ემიჯნებიან და უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას, რომელსაც მათი თქმით "აგვისტოს ომის დროს მასკოვსკაია კვარტირაში გამოკეტილი კბილაშვილი და ურეკში გასაქცევად გამზადილი ივანიშვილი, რომელიც სარფში კორიდორს ითხოვდა, რაც შეიძლებოდა მალე დაეტოვებინა ქვეყანა, ამ ხალხს რაიმე გამოძიების ობიექტურად ჩატარების უნარი არა აქვთ"..ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ობიექტური გამოძიების შედეგები დადო და ტალიავინის კომისიის დასკვნას იშველიებენ.

როგორც სატელევიზიო ეთერში განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა, იგი უერთდება "ნაციონალების" მოთხოვნას შეჩერდეს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით, თუ გამოძიებას დაიწყებს ჰააგის სასამართლო." სააკაშვილის პროკურორმა დაიწყო ამ საქმის გამოძიება და კბილაშვილი უბრალოდ აგრძელებს, რომ შეაჩეროს გამოძიება რასაც დაჟინებით ითხოვს ბატონი სააკაშვილი, მაშინ გამოძიებას დაიწყებს ჰააგის ტრიბუნალი.თუ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა' კიდევ ერთხელ დაჟინებით მოითხოვენ ამ გამოძიების შეჩერებს, მე შევუერთდები მათ მოთხოვნას, ოღონდ შემდეგ ამის გამოძიებას დაიწყებს ჰააგის სასამართლო"- განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილისა და ქვეყნის საქმე ამ შემთხვევაში უფრო ცუდად იქნება.image

5
385
32-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
385
  
2013, 18 აპრილი, 17:48
გამოსაძიებელი არაფერია.ომი რუსეთმა დაიწყო.ის შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე.
2013, 16 აპრილი, 11:00
ვიზა გილოცავ მედიატორობას ნამდვილად დაიმსახურე.
2013, 15 აპრილი, 0:59
მიშა რომ არ მეხატება გულზე კი ხედავთ, მაგრამ მიშა ომს ვერ დაიწყებდა , რამეთუ საზღვრის გადალახვას და ოკუპაციას ომის დამწყები ქვეყანა ახდენს, საქართველოს არ გადაულახავს რუსეთის საზღვარი, საზღვარი რუსეთმა გადმოლახა, შესაბამისად ომი რუსეთმა დაიწყო
2013, 15 აპრილი, 0:52
დავიგალე მთელი ცხოვრება ჩემი ქვეყანა წარსულს რომ იკვლევს და აწმყოს და მომავალს არ ქმნის...რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? გააცოცხლებთ იმ ბიჭებს??? ვერა და რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?
2013, 15 აპრილი, 0:43
რამდენი გიშრომია ;)
0 1 5