საქართველო "პრეზიდენტი ცრუობს" -აცხადებს მანანა კობახიძე!!!მართლა ცრუობს პრეზიდენტი თუ თავად ცრუობს ვიცე - სპიკერი 2013, 14 აპრილი, 19:57
მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, როცა აცხადებს, რომ პრემიერმა საქართველოს მიერ ომის დაწყება აღიარა, -აცხადებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე - სპიკერი მანანა კობახიძე და განმარტავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ევროპას ცრუ ინფორმაციას აწვდის.მსგავსი რამ პრემიერს არ უთქვამს.ეს არის სიცრუე, რომელსაც ის ევროპას არასწორი ფორმით აწვდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაბამისად შეფასდება ყველაფერი როგორც პრეზიდენტის, ასევე პრემიერის განცხადებები და სიმართლე გაირკვევა.მისივე თქმით, საზოგადოება თავად უნდა იყოს დაინტერესებული 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებით.
როგორც ქალბატონი მანანა აცხადებს: -"თავმოყვარე ხალხს თავად უნდა აინტერესებდეთ, რომ აგვისტოს ომი სათანადოდ იყოს გამოძიებული.მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც ჩანს, ამ თემაზე საუბარიც კი იკრძალებოდა.რატომ ეშინია "ნაციონალურ მოძრაობას" ამ ყველაფრის გამოძიების, - სწორედ ამის მიმართ გვაქვს ჩვენ კითხვის ნიშანი.აქ საუბარია იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არ არის ჩვენი დაწყებული.ეს საქმე 2008 წელს დაიწყო და აქ არ არის საუბარი იმაზე, თუ იმ მძიმე დღეებში, ან მანამდე როგორ იქცეოდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები და ხომ არ იყო მათ ქმედებაში გარკვეული დანაშაული."
გულდასმით ვკითხულობდი ინტერვიუს და უარყოფითი ემოციები მომეძალა.ამათ რომ ბოლომდე მოუსმინოს ადამიანმა, აგრესორებად და დამპყრობლებად ლამის საქართველო და მისი ყოფილი მთავრობა მოინათლოს.ნაცვლად იმისა, რომ საუბარი რუსეთის აგრესიაზე იყოს, ახალი ხელისუფლება კონკრეტული თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედების გამოძიებაზეა ორიენტირებული. საკითხავია, ამ შემთხვევაში ვინ ცრუობს, სააკაშვილი თუ კობახიძე, მაშინ როცა თავად გავხდი მოწმე პრემიერის განცხადებისა, რომელიც მალევე სხვა ჭრილში იქნა განხილული. კარგად ვიცით, როგორ და რამდენჯერ განახორციელა რუსეთმა აგრესია და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები".ჩემი აზრით, ეს არის ამ ხელისუფლების ყველაზე "ბრიყვული" ნაბიჯი პოლიტიკაში, რომელიც ჩვენი უსასტიკესი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა ყოველივეს ათეული ან უფრო მეტი ხნის შემდეგ ისტორია შეაფასებს. 45 24-ს მოსწონს
|