x
image
worldsport.ge
რაული ყატარის ჩემპიონი გახდა

imageყატარის ჩემპიონი გახდა კლუბი “ალ სადი”, რომლის რიგებში ლეგენდარული რაული გამოდის. ბოლოსწინა ტურში “ალ სადმა” შინ 3:1 სძლია “ალ ხარიტიათს” და 5 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს.
35 წლის რაულს სეზონში 9 გოლი აქვს გატანილი, პირველზე კი სებასტიან სორიაა (“ლეხვია”), რომელიც ურუგვაელი გახლავთ, მაგრამ უკვე 6 წელია, ყატარის ნაკრებში თამაშობს.
ბომბარდირებში მეორეზეა “ვილიარეალის” ყოფილი ბრაზილიელი ფორვარდი ნილმარი – ის “ალ რაიანში” გამოდის.
ეს რაულის მე-7 საჩემპიონო ტიტულია. 6-ჯერ “რეალში” გახდა.


www.worldsport.ge

1
265
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
265
  
2013, 14 აპრილი, 17:54
რაულ დაიჭირე ბულკები? :D
0 1 1