სხვა პატარა რუნას თავი საჰაერო ბურთივით ეზრდება 2013, 14 აპრილი, 1:35 სურათზე სათამაშო არ გეგონოთ, ეს ნამდვილი ბავშვია. დარდისაგან განადგურებულ მამას მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ თავისი 18 თვის ქალიშვილი ხელში აიყვანოს და დაარწიოს. ბავშვი იტანჯება უიშვიათესი დაავადებით, რომელმაც გამოიწვია პატარას თავის გაზრდა 3-ჯერ. რუნა ბეგუმი არის აგარტალადან, ( ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთიდან). მისი დაავადება, ჰიდროცეფალია არის იგივე წყალმანკი-პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის(ლიქვორი) რაოდენობა. ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება. ავადმყოფები კარგავენ კოორდინაციის და მეტყველების უნარს. ხშირად ვითარდება ფსიქიკური აშლილობა და სიკვდილი. მკურნალობა შესაძლებელია სითხის ამოღების ან ქირურგიული ჩარევის შედეგად. მაგრამ რუნას მამა 26 წლისაა და აგურის ქარხანაში მუშაობს მუშად, სადაც დღეში მხოლოდ ორ დოლარს უხდიან. თავისი ხელფასით მამას არ შეუძლია ბავშვი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს. მამა ძალიან განიცდის შვილის ავადმყოფობას და ყველას სთხოვს გულთან მიიტანოს მისი სატკივარი. ყველანაირი საინფორმაციო საშუალებებით ითხოვს დაეხმარონ მის შვილს მკურნალობის ხარჯების დაფარვაში. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში, ღარიბულ ხის ქოხში ცხოვრბს. როგორც ჩანს პატარას ვერც თავისი ქვეყნის მთავრობა ეხმარება.
168 6-ს მოსწონს
|