საზოგადოება მეგაბრენდ "გუჩის" სახე - მონაკოს სამეფო ოჯახის შთამომავალი შარლოტა კაზირაგია 2013, 13 აპრილი, 15:06 გრიმალდების დინასტიის შთამომავალი, მონაკოს პრინც ალბერ II-ის დისშვილი, გრეის კელის შვილიშვილი, გრეისის ქალიშვილის - ამჟამად ჰანოვერის პრინცესას კაროლინას და სტეფანო კაზირაგის ქალიშვილი --შარლოტა მარია კაზირაგი, დაიბადა 1986 წლის 3 აგვისტოს და წელს მას 26 წელი შეუსრულდება.შარლოტა ყოველთვის იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და რა გასაკვირია, რომ ამჟამადაც არ ცხრება პრესა მისი პიროვნების მიმართ მოზღვავებული ინტერესით.
გოგონას პირველი სიყვარული გახლდათ ფრანგი ფელიქს ვინკერი, რომელსაც წლების მანძილზე ხვდებოდა, მაგრამ 2007 წელს მან ახალი ურთიერთობები გააბა ბრიტანელი მოდელის ელის დელალის ძმასთან ალექსთან, თუმცა ჭორებზე დაყრდნობით მათი ურთიერთობაც კრახით დასრულდა. ეს ის ფოტოებია, რომლებიც წინა წლებში აქვს თავის ბოიფრენდებთან გადაღებული. იგი ბავშვობიდან განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა, საუკეთესოდ უკრავს ფორტეპიანოზე და ფლეიტაზე, ფლობს სამ უცხოურ ენას და დიდ ინტერესს იჩენს ლიტერატურის მიმართ.თუმცა ყველაზე დიდ დროს ჯირითს უთმობს და ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს -"ცხენს ისე აღვიქვამ, როგორც ადამიანს და მათ გარეშე ჩემი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელიცაა".მან ბევრჯერ მიიღო მონაწილეობა ჩემპიონატებში და წარმატებითაც ასპარეზობს ყოველთვის. რაც შეეხება მის კარიერას, თავდაპირველად შარლოტა "შანელის" სახე იყო, შემდეგ ფრიდა ჯიანინის შთაგონების წყაროც გახლდათ, ხოლო ცნობილმა კარლ ლაგერფილდმა მას ბრიჯიდ ბარდოც კი უწოდა.ამჟამად ეს ულამაზესი და მშვენიერი ქალბატონი იტალიური მეგაბრენდის -"გუჩის" რეალური სახეა.არა ერთ ჟურნალში დაიწერა მისი მილიონების შესახებ, გასულ წელს კი მსოფლიოს 20 მულტიმილიონერ ქალბატონს შორის კაზირაგიც დასახელდა. არაერთხელ იქცა მოდის კრიტიკოსების ობიექტად და მიზეზი ამისა გახლდათ მისი არც თუ ისე დახვეწილი ანდროგენული ჩაცმის სტილი.მაგრამ შარლოტა ყოველთვის კამერების წინ ასეთი ტიპის სამოსით ჩნდება.მოგეხსენებათ, მოდის ინდუსტრიაში განსაკუთრებული პოპულარობით ტიტულოვანი ადამიანები სარგებლობენ და ალბათ სწორედ ესაა მიზეზი მის მიმართ აქტიური კრიტიკისა.როგორც ამბობენ, ის უხერხულადაც კი გრძნობს თავს ოფიციალურ შეხვედრებზე და კიდევაც გაურბის ასეთი ტიპის შეხვედრებს. მისი ჩაცმის სტილი მართალია, არა გალანტურია და ნაკლებას შეეფერება მის წარმომავლობას, მაგრამ აშკარად ჩანს ფოტოებში, როგორ უხელხულად და არაკომფორტულადაა.დამეთანხმებით, ამ მშვენიერ მოდელს ყველაფერი ძალიან, ძალიან უხდება, როგორადაც არ უნდა აკრიტიკონ იგი მოდური ინდუსტრიის კრიტიკოსებმა. 142 28-ს მოსწონს
|