x
image
hamunaptra1990
გოგო, ნერვული შოკის გამო, საპონზე დამოკიდებული გახდა( კვირაში 5 ნაჭერ საპონს მიირთმევს)
image

ექიმების მტკიცებით, ეს ტოქსიკური დამოკიდებულება საპნის ჭამის მიმართ, მომაკვდინებელია. მაგრამ 19 წლის პაციენტი აცხადებს, რომ ის უიმედოდ "შეჯდა" საპონზე. იშვიათი დაავადება, აიძულებს 19 წლის ტემპესტ გერდენსონს ფლორიდიდან, რომ კვირაში 5 ნაჭერი საპონი შეჭამოს და ასევე ჩაყლაპოს განუსაზღვრელი რაოდენობის სარეცხი ფხვნილი.

"ის ისეთი ტკბილი და მარილიანია..."-აცხადებს გოგონა-"მახსოვს ის მომენტი, როდესაც პირველად გავუსინჯე გემო სარეცხის ფხვნილს, იმდენად მომეწონა, რომ მას შემდეგ მასზე გავხდი დამიკიდებული."


მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს კარგად ესმოდა, თუ საპნის საკვებად გამოყენება რამდენად საშიში იყო, მაგრამ ყოველ დილით მაინც გარბოდა აბაზანაში, რომ ეს სასიკვდილო ფხვნილი მიერთვა. თანდათან კი აბაზანის მიღების დროს "დუშ-გელის" ბუშტების ყლაპვაც დაიწყო და შემდეგ იმდენად მიეჩვია, რომ ტემპესტი ახლა უკვე კვირაში 5 საპონს მიირთმევს.

ხოლო მას შემდეგ კი რაც უკვე 6 თვის განმავლობაში იკვებებოდა საპნებით და სარეცხი ფხვნილებით, მიხვდა თუ რა უიმედო მდგომარეობაში იყო და ამიტომ გამბედაობა მოიკრიბა და ექიმებს მიმართა. სამედიცინო პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა ავადმყოფები ჭამენ მეტალს, მონეტებს, ცარცს, ბატარეებს და კიდევ კბილის პასტას. ყველაზე ხშირად, ასეთი დაავადებები და მიდრეკილებები გამოწვეულია სისხლში მინერალების ნაკლებობით.


მაგრამ ტემპესტის შემთხვევაში, მისი ასეთი დამოკიდებულება სარეცხის საშუალებების მიმიართ, ნერვული შოკის გამო მოხდა.

გოგონამ საპნის ჭამა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც იგი საყვარელმა ადამიანმა მიატოვა.

ახლა გოგონა ცდილებს, როგორმე ამ დამოკიდებულებისგან განთავისუფლდეს, რადგან მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას. მას უტარდება ფსიქოლოგიურ-შემეცნებითი თერაპია.

გოგონას სჯერა, რომ ფსიქოლოგების დახმარებით ის შესძლებს განთავისუფლდეს ამ მომაკვდინებელი მანიისაგან.

imageimageimageimage

0
61
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0