
პოლიტიკური დისკუსიების მთავარი თემა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების სამართლებრივი შესწავლა და გამოძიებაა, რაზეც მთავარმა პროკურორმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ომის დაწყების მიზეზებს შეისწავლის და გამოიძიებს.

საკითხს, რომელიც ქვეყანამ შიგნით უნდა მოაგვაროს და გამოიძიოს, რუსეთის მთავარი დიპლომატი სერგეი ლავროვიც ეხმაურება, რაზეც განცხადებებს მოსკოვიდან აკეთებს და .საომარი მოქმედებების დაწყებაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს.მან მწვავედ გააკრიტიკა და დაადანაშაულა სააკაშვილის

ხელისუფლება, ხოლო ივანიშვილის
ხელისუფლებას კი პრაგმატული უწოდა.აგვისტოს ომის დაწყების ხელახალი კომისიის შექმნას პოლიტიკოსთა სხვადასხვა წარმომადგენლების განსხვავებული და არა ერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. საზიანოდ და
სახიფათოდ მიაჩნიათ პოლიტიკური თვალსაზრისით აგვისტოს ომის დაწყების შესწავლა პოლიტოლოგთა ნაწილს.ისინი არ ეთანხმებიან

ახალი გამოძიების დაწყებას ომის სამართლებრივ საკითხებზე, რადგან მათი აზრით, ეს პირდაპირი გაგებით რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
რუსეთის მთავარი დიპლომატი კი თავს იმართლებს, როცა აცხადებს, რომ მათ სხვა გზა არ დაუტოვეს, მოსკოვი იძულებული იყო ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა: - "მიხეილ სააკაშვილის

რევანშისტულმა განცხადებებმა იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ოსი ხალხის უსაფრთხოების დასაცავად
იძულებულნი გავხდით, სამხრეთ
ოსეთის დამოუკიდებლობა გვეღიარებინა"...აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოსკოვისთვის ყოველთვის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად დარჩება...ეს არის რუსეთის ხელისუფლების

გადაწყვეტილება, რომელიც არასოდეს არ შეიცვლება"...-ამბობს ლავროვი და პრაგმატული ხელისუფლების ხელშეწყობით
კულტურული, ჰუმანიტარული და სპორტული ურთიერთობების გაღრმავებაზე აკეთებს აქცენტს.


ღმერთმა დაგვიფაროს და როდესმე რომელიმე ჩვენთაგანს 2008 წლის აგვისტოს შემზარავი, ულმობელი და დაუნდობელი ჩრდილოელი მეზობლების სისასტიკე, კაცთა კვლა, დაბომბვა ან ცეცხლის ალში გახვეული, აწიოკებული და უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენივე ქართველები დაგვავიწყდეს.
მიშა არ მიყვარს, მაგრამ ომს ის ვერ დაიწყებდა , რამეთუ საზღვრის გადალახვას და ოკუპაციას ომის დამწყები ქვეყანა ახდენს, საქართველოს არ გადაულახავს რუსეთის საზღვარი, საზღვარი რუსეთმა გადმოლახა, ესე იგი, ომი რუსეთმა დაიწყო
ჩემი აზრით, აუცილებელია