ქალი და მამაკაცი რატომ ქორწინდება 67 წლის ჯოანი 29 წლის ბიჭზე 2013, 12 აპრილი, 0:31 ![]() "როგორც დევიდთან, ისე ფილთან შეხვედრისას მივხვდი, რომ ის იყო ადამიანი, ვისთანაც ვიცხოვრებდი. არასოდეს მიფიქრია, რომ ახლიდან დავქორწინდებოდი, მაგრამ გულის კარნახს მივყევი. ახლა მოუთმენლად ველოდები, რომ დარჩენილი სიცოცხლე მასთან ერთად გავატარო. ჩვენ ძალიან ვუხდებით ერთმანეთს". ფილმა, რომელიც ჯოანის შვილიშვილზე რამდენიმე წლით უფროსია, თქვა, რომ ჯოანს არაჩვეულებრივი ტანი აქვს და თავის ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად იქცევა. მას სხვა ასაკიან ქალებთანაც ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ ჯოანი მთლიანად მის ტალღაზეა მომართული. ქორწინების დღე ჯერ არ დაუთქვამთ, მაგრამ უკვე საუბრობენ საქორწინო ცერემონიალზე, არჩევენ მუსიკას პირველი ცეკვისთვის. ჯოანის ქმარი 49 წლის იყო, როცა რამდენიმე დაავადება ერთად გაუჩნდა და ცოლი 15 წელი თავდაუზოგავად უვლიდა. სწორედ ამიტომ სთხოვა მან გათხოვილიყო. დევიდისვე თხოვნით მან გაიდიდა მკერდი A ზომიდან F-მდე. წყვილმა უკვე მიიღო დალოცვა 4 შვილის, 13 შვილიშვილის და 6 შვილთაშვილისგან. დევიდთან ქორწილი ძალიან სწრაფად გადაიხადეს, ახლა კი ჯოანი საგულდაგულოდ არჩევს კაბას. მათი ქორწინებით კმაყოფილია ჯეინის ოჯახიც და ფილის მშობლებიც. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 792 9-ს მოსწონს 2-ს არა
|